სიახლეები
-
On October second our school had the honor of hosting our annual Cambridge Certificate Award Ceremony, during which our school principal presented Cambridge International certificates to our successful students in recognition of their achievements. We are also honored and grateful to welcome our special guest, Marc Gebauer , an American guest who joined us to…
-
ევროპის დღის აღსანიშნავად, მერვე კლასში გერმანულის გაკვეთილზე გაიმართა საინტერესო აქტივობა. მოსწავლეები გაეცნენ პრეზენტაციას აღნიშნული დღის შესახებ. პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს, თუ რას ნიშნავს მშვიდობა, თანამშრომლობა და ერთობა ევროპისთვის. აქტივობა იყო შემეცნებითი, საინტერესო და მრავალფეროვანი. მადლობა მოსწავლეებს და მათ მშობლებს თანადგომისთვის. მასწავლებელი: Lika Cibadze
-
ხორვატიის 31-ე ევროპის ჩემპიონატი უკვე ისტორიის ნაწილია, მაგრამ ეს ისტორია განსაკუთრებულად საამაყოა საქართველოსთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ N1 სკოლა „გოქაძის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა — გიგი ნიკოლაძემ და რეზი (რევაზ) ხვადაგიანმა — პირველად საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა ევროპის გოს ჩემპიონატში და ქართული დროშა ღირსეულად წარადგინეს ევროპულ ასპარეზზე.
-
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით (27 ოქტ. ძვ.სტ-8 ნოემ.ახ სტ) VII ბ კლ. მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი: “ილია ჭავჭავაძის ცხოვრება” (ინსპირაცია ილია ჭავჭავაძის “ავტობიოგრაფია”) მოსწავლეებმა მოიძიეს მწერლის საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ფაქტები, ბიოგრაფიული ცნობები, შეარჩიეს ფოტოები, უყურეს დოკუმენტურ ფილმს “ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება”
-
წიგნები ადამიანის ცხოვრებაში რომ უდიდეს როლს ასრულებს,ყველასათვის ცხადია.საუკუნეების განმავლობაში უამრავი წიგნი იწერებოდა და დღესაც იწერება.სიბრძნის ამ უშრეტ წყაროს რომ ვერანაირი ტექნიკური სიახლე ვერ ჩაანავვლებს,ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,როდესაც V ბ კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები (ოლიკო გვრიტიშვილი და მადონა ბუბაშვილი) ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ.
-
შპს N 1 სკოლის X (გ) კლასში ჩატარდა საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნების კულტურა, რელიგია, ეროვნული სამოსი, ტრადიციული კერძები და უნიკალური ჩვეულებები. პრეზენტაციები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რაც ყველას საშუალებას აძლევდა, უფრო ახლოს გაეცნო მსოფლიო კულტურების მრავალფეროვნება.
-
თამაშის ფორმატზე და ფანტაზიაზე დაფუძნებული გაკვეთილი ჩაატარეს მუსიკის მასწავლებელმა, ნინო მელქაძემ, და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა. ეს თანამედროვე მუსიკის გაკვეთილების აუცილებელი ნაწილია, რადგან ის ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის შემოქმედებითი უნარის გამჟღავნებას და გაკვეთილს ნათელსა და ემოციურს ხდის.




































































































