


გვინდა, დიდი სიამაყით გაგიზიაროთ, რომ N1 გოქაძის სკოლის პედაგოგები — ელენე ბიბილურიძე და სალომე ასათიანი — ქუთაისის 2026 წლის წარმატებულ მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ. მათ ასევე გადაეცათ ფულადი პრიზი. ![]()
![]()
ქუთაისში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა. წარმატებული მასწავლებლები სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, შეირჩნენ.
ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას! ![]()
ვამაყობთ თქვენით და თქვენი პროფესიული წარმატებით! ![]()
