შპს#1სკოლის მოსწავლეები: ბარბარე ნიკოლაძე, ანადეა დეისაძე, მარიამ სიხარულიძე და ანასტასია გიორგაძე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ პროექტ,, დაიორამაზე,,. მათ წარადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული მომავლის პროექტები.

მასშტაბურმა საგანმანათლებლო პროექტმა — „დაიორამა“- „პატარა არქიტექტორების კონკურსმა“, მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა – ფანტაზია, რეალურ არქიტექტურულ ხედვად გარდაექმნათ.

პროექტის მთავარი მიზანი იყო :

🏢 კვლევითი აზროვნების განვითარება,

🏬 შემოქმედებითი უნარების გაძლიერება;

🏯ურბანული გარემოს გააზრება ;

🏢 სივრცითი აზროვნების ჩამოყალიბება;

⛪ მომავლის ქალაქის კონცეფციის შექმნა;

ინიციატივამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა საკუთარი ფანტაზია და იდეები კონკრეტულ არქიტექტურულ ხედვად – „დაიორამებად“ ექციათ.

ეს არ იყო უბრალოდ კონკურსი,

🏦 ეს იყო ქალაქზე ფიქრის გაბედული მცდელობა.

🏡 ეს იყო თაობის განაცხადი – „ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ უკეთესი ქუთაისი“

ინიციატივა განხორციელდა ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილების ორგანიზებითა და არქიტექტურული კომპანია MA Architects-ის სრული მხარდაჭერით.

პროექტის ავტორია განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი – მანანა გვენეტაძე — იდეის ინიციატორი