ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, სადაც 7 ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა საინტერესო პრეზენტაციები და დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მენტალური ჯანმრთელობა ციფრული ინოვაციების ეპოქაში.
ღონისძიებას ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მასწავლებელ ელენე ბიბილურიძესთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ აქტივობებში, მიიღეს ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ![]()
![]()




