ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენი მოსწავლეები საინტერესო ვიზიტით ქუთაისის ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ფარიკაობის დარბაზში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ფარიკაობის სპორტის სახეობას, დაათვალიერეს დარბაზი და მიიღეს საინტერესო გამოცდილება. ![]()
![]()
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალი უნარების განვითარებასა და აქტიურ ჩართულობას. ![]()
![]()
პროექტი ხორციელდება „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. ![]()
ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო



