




ჩვენს სკოლაში ჩინური კულტურისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გაიმართა. ![]()
![]()
ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი იყო ჩინეთიდან ჩამოსული ჩინური ენის პედაგოგი ციძე ჯენგი, რომელმაც მოსწავლეებს ჩინეთის კულტურის, ტრადიციებისა და ენის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაუზიარა. ![]()
![]()
შეხვედრა საინტერესო და სასიამოვნო გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ჩინური კულტურის უნიკალური სამყარო და ახალი შთაბეჭდილებები მიიღეს. ![]()
![]()
მადლობა ჩვენს სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის და ჩვენს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის! ![]()
ტრენინგი ორგანიზებული იყო ჩვენი სკოლის წარმომადგენლისა და თვითმმართველობის წევრის, ანადეა დეისაძის, ინიციატივითა და ორგანიზებით.
პროექტი ხორციელდება „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
