


თსუ-ს ინტელექტუალთა კლუბის ორგანიზებით გამართული იდეათონისა და ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი QSkip გახდა, რომლის წევრიც ჩვენი სკოლის მოსწავლე თეკლა ჩოგოვაძეა! ![]()
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. 24 მაისს გამართულ იდეათონში ქუთაისის გუნდებს შორის გამარჯვების შემდეგ, QSkip-ის წევრებმა 28 სექტემბერს ჰაკათონში მიიღეს მონაწილეობა, სადაც იდეათონზე წარდგენილი იდეის პრაქტიკულ განხორციელებაზე იმუშავეს.
საქართველოს მასშტაბით პროექტში არაერთი გუნდი ჩაერთო, თუმცა ფინალურ პრეზენტაციამდე მხოლოდ 10-მა გუნდმა მიაღწია. ჟიურის გადაწყვეტილებით კი გამარჯვებული მხოლოდ ერთი გუნდი გამოვლინდა — QSkip! ![]()
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:
თეკლა ჩოგოვაძე — შპს N1 სკოლა – გოქაძე;
ავთანდილ ნიკოლეიშვილი — ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა;
ელენე ბერაძე — ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 5000-ლარიანი ვაუჩერი.
გულითადად ვულოცავთ თეკლას და მის თანაგუნდელებს — ავთანდილსა და ელენეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!
განსაკუთრებით გვახარებს ჩვენი მოსწავლის, თეკლა ჩოგოვაძის, წარმატება. ვამაყობთ თეკლათი და ვუსურვებთ მას და QSkip-ის გუნდს ახალ იდეებს, საინტერესო პროექტებსა და კიდევ მრავალ წარმატებას! ![]()
შპს N1 სკოლა – გოქაძე ამაყობს თავისი მოსწავლით!
