



გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი მოსწავლის, გიორგი ნიკოლაძის, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება დიპლომატიური პროექტის ფარგლებში. ![]()
გიორგიმ პროექტში „ახალგაზრდა დიპლომატის“ მისია შეასრულა და შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპულ სივრცეში საქართველო წარმოედგინა. ![]()
პროექტის ფარგლებში იგი ეწვია ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს, სადაც მონაწილეებმა ევროპარლამენტარების როლები მოირგეს, ჩაერთნენ დებატებში, იმსჯელეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და მონაწილეობა მიიღეს რეზოლუციების შემუშავებისა და მიღების პროცესში. ![]()
![]()
გიორგიმ ასევე მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო ლექციებში, გაეცნო ევროპული ინსტიტუტების მუშაობის პრინციპებს და შეხვდა ევროპელ დელეგატებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც პროექტმა ახალგაზრდებს მისცა — საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად გამოხატვა, დებატებში მონაწილეობა, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და დიპლომატიური უნარების პრაქტიკაში გამოყენება. ![]()
ვამაყობთ გიორგით და მისი აქტიურობით!
გვჯერა, რომ სწორედ ასეთი გამოცდილებები ეხმარება ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საკუთარი მომავლის უფრო მკაფიოდ დანახვაში. ![]()
წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის მომავალ გზაზე!
საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები • Young Diplomats of Georgia
