
ჩვენს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო! ნატო გურულის ხელმძღვანელობით მე-3 კლასელებმა საოცარი ზეიმი მოაწყვეს.
მშობლების დასწრებამ გაკვეთილს განსაკუთრებული სითბო და ოჯახური ატმოსფერო შესძინა. სიმღერა, მხიარულება, ცეკვა და აქტიურობა — ბავშვები მთელი გაკვეთილის განმავლობაში სრულიად ჩართულნი იყვნენ და თავიანთი ნიჭი, ენერგია და კარგი განწყობა ყველას გაუზიარეს.
პატარებმა გულწრფელად გამოხატეს სიკეთე, სიყვარული და მადლიერება, რამაც მთელ დღეს განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა და ყველას გული გაანათა.
დღის მთავარი სიურპრიზი კი მიკი მაუსის გამოჩენა იყო!
მან ბავშვებს წიგნები აჩუქა და მათთან ერთად იცეკვა, რამაც პატარების სიხარული კიდევ უფრო გააძლიერა.
დიდი მადლობა:
•კლასის დამრიგებელს: მაია ნათბილაძეს
• ნატო მასწავლებელს — ასეთი მონდომებისა და სიყვარულისთვის,
• მშობლებს — მუდმივი მხარდაჭერისთვის,
• და რა თქმა უნდა, მოსწავლეებს — იმ ულევი სიხარულისა და ენერგიისათვის, რომელიც დღეს მოგვანიჭეს! ![]()





