ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ეზოში, სკოლებს შორის სპორტული ღონისძიება გაიმართა.

განსაკუთრებით გვეამაყება ჩვენი სკოლის გოგონების წარმატება — გოქაძის სკოლის მოსწავლეებმა სამივე საპრიზო ადგილი დაიკავეს! 🥇🥈🥉

ღონისძიების დასრულების შემდეგ ტექნოლოგიურმა ჰაბმა ბავშვებს უმასპინძლა, მათ საინტერესო და სასიამოვნო გარემოში გაატარეს დრო.

წარმატებულ მონაწილეებს მიღწეული შედეგებისთვის სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. 🎁

ვულოცავთ ჩვენს გოგონებს ამ შესანიშნავ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას! ❤️🌟