სიახლეები
-
შპს N 1 სკოლის X (გ) კლასში ჩატარდა საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნების კულტურა, რელიგია, ეროვნული სამოსი, ტრადიციული კერძები და უნიკალური ჩვეულებები. პრეზენტაციები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რაც ყველას საშუალებას აძლევდა, უფრო ახლოს გაეცნო მსოფლიო კულტურების მრავალფეროვნება.
-
თამაშის ფორმატზე და ფანტაზიაზე დაფუძნებული გაკვეთილი ჩაატარეს მუსიკის მასწავლებელმა, ნინო მელქაძემ, და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა. ეს თანამედროვე მუსიკის გაკვეთილების აუცილებელი ნაწილია, რადგან ის ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის შემოქმედებითი უნარის გამჟღავნებას და გაკვეთილს ნათელსა და ემოციურს ხდის.
-
N1 სკოლის IV(ა) და V(ბ) კლასებში განხორციელდა პროექტი “The World of Fiction” , რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ინგლისურ ენაზე გაეცნენ სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრებს, გაიგეს რა განსხვავებაა მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის, ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კითხვა და რაში გვეხმარება ის