2023 წლის 30 მარტს შპს N1 სკოლაში ფიზიკის გაკვეთილზე ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: ,,მარტივი მექანიზმები და მათი გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში“. პრეზენტაცია წარმოადგინეს  8-ა კლასის მოსწავლეებმა. დაახასიათეს მარტივი მექანიზმების მუშაობის პრინციპი, მოიყვანეს მაგალითები ყოფა-ცხოვრებაში მათი გამოყენების შესახებ, ჩამოაყალიბეს რა უპირატესობა აქვს მათ და რა პრობლემის გადაჭრასთან არის დაკავშირებული თითოეული მათგანის გამოყენება.

მასწავლებელი – მაკა კუჭავა.