“სკოლის მოსწავლედ ითვლება I-XII კლასებში ჩარიცხული ყველა ბავშვი. სკოლის ყველა მოსწავლეს აქვს „მოსწავლის პირადი საქმე“, რომელშიც ინახება:


მშობლის (მეურვის) განცხადება; მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ასლი; მოსწავლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი. ხელშეკრულება მშობელსა და სკოლას შორის.


კლასიდან კლასში მოსწავლის გადაყვანა ხდება წინა კლასის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შემდეგ, რაც დადასტურებულია პედსაბჭოს სხდომაზე.


სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში მოსწავლის მიღება ხდება მშობლის განცხადების, წინა კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.


თუ მოსწავლის მიღება ხდება სასწავლო წლის განმავლობაში, მაშინ ზემოთ აღნიშნულ საბუთებთან ერთად მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს სემესტრული შეფასებაც/საჭიროების შემთხვევაში მიმდინარეც.