შ.პ.ს. N1 (გოქაძის) სკოლა  დაარსდა  1992 წელს ( ლიცენზიის  N01.17.08/1460 ), საგანმანათლებლო  საქმიანობა კი   1993  წლის  სექტემბრიდან  დაიწყო. დაარსების  დღიდან სკოლა  დაამთავრა 1700-ზე მეტმა  მოსწავლემ და უმრავლესობა  წარმატებული  მოქალაქეა. მას შემდეგ, რაც  ქვეყნის  მასშტაბით  ერთიანი  ეროვნული  გამოცდები  დაინერგა, ჩვენი  მოსწავლეები  საუკეთესო  შედეგებითა  და  სახელმწიფო  დაფინანსებით  ირიცხებიან სხვადასხვა პრესტიჟულ  უმაღლეს  სასწავლებელში.

სკოლას  აქვს საკუთარი  კეთილმოწყობილი  სამსართულიანი   კაპიტალური  შენობა, თანამედროვე  ტიპის  სპორტული  დარბაზი, სასადილო, ბიბლიოთეკა, სასწავლო  ლაბორატორიები. სკოლა  მდებარეობს  ქ. ქუთაისში, ირაკლი  აბაშიძის  გამზირზე, N13ა-ში.

სკოლის  მოსწავლეები  ყოველთვის  აქტიურად  მონაწილეობენ ყველა  სახის  სასწავლო  კონკურსსა თუ  ოლიმპიადაში და აღსანიშნავია  ის  წარმატებები, რომლებსაც  ამ კუთხით  მიაღწიეს, კერძოდ, ნორჩ  მათემატიკოსთა  მსოფლიო  ოლიმპიადაზე (  ყველაზე  მაღალი რანგის  სასკოლო  ღონისძიება) საქართველოს  ნაკრები  გუნდის  შემადგენლობაში ხუთგზის  მიიღეს  მონაწილეობა და  ყოველთვის მოიპოვეს  სხვადასხვა ხარისხის  მედლები  და  დიპლომები- სამი  ბრინჯაოს  მედალი  და ორი  დიპლომი.

ყველა წარმატების  ჩამოთვლა  შორს  წაგვიყვანს, გამოვყოფთ უახლეს  წარმატებებს: 2021-2022  სასწავლო  წელს ინტელექტუალურ  თამაშში  ‘’ტვინების  ბრძოლა’’ პირველ  ასაკობრივ  კატეგორიაში(  III-V კლასები) ჩვენი სკოლის   მესამეკლასელთა გუნდმა  საქართველოს  ჩემპიონატის  ფინალურ  ეტაპზე  იასპარეზა და მეოთხე საპატიო  ადგილი  დაიკავა( მონაწილეობდა 200-ზე მეტი  გუნდი), ხოლო  მეორე  ასაკობრივ  კატეგორიაში (VI- VIII კლასები)  სკოლის  მეშვიდეკლასელებისაგან დაკომპლექტებულმა  გუნდმა  საქართველოს  ჩემპიონის  ტიტული  მოიპოვა.

სკოლაში  ტრადიციულად  წარმატებით  საქმიანობს სხვადასხვა საგნობრივი  საოლიმპიდო წრე, სადაც  გაერთიანებული  არიან არა  მარტო ჩვენი  სკოლის, არამედ  ქალაქის  სხვადასხვა სკოლის  მოსწავლეები.

სკოლაში  ამჟამად  მოღვაწეობს 50  პედაგოგი, რომელთაგან  3  მენტორი, 7  წამყვანი  და 40  უფროსი  მასწავლებელია. პედაგოგებიდან  3  მეცნიერებათა  დოქტორი და  2 დოქტორანტია.