N1 სკოლის VIII (ა) და VIII (გ) კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი სამხრეთ ამერიკის შესახებ.
სწავლება მიმდინარეობდა კონტინენტის მოკლე წარმოდგენით, რაც მოიცავდა მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და მახასიათებლების განხილვას.
• მოსწავლეებმა განიხილეს, თუ რა გავლენა აქვს სამხრეთ ამერიკის ბუნებრივ გარემოს (მდინარეები, მთები, ტყეები) მის კულტურასა და ეკონომიკაზე.
დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
გაკვეთილი წარმატებით დასრულდა,რადგან მოსწავლეებმა შეძლეს კონტინენტის გეოგრაფიული, ისტორიული და კულტურული თავისებურებების გაანალიზება! სწავლების ასეთი პროცესი, ნამდვილად დაეხმარება მათ უფრო ღრმად გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს და დააფასონ მისი მრავალფეროვნება.
პედაგოგი: მანანა სანაკოევი