გილოცავთ დიდ წარმატებას! 🇬🇪✨

ხორვატიის 31-ე ევროპის ჩემპიონატი უკვე ისტორიის ნაწილია, მაგრამ ეს ისტორია განსაკუთრებულად საამაყოა საქართველოსთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ N1 სკოლა „გოქაძის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა — გიგი ნიკოლაძემ და რეზი (რევაზ) ხვადაგიანმა — პირველად საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა ევროპის გოს ჩემპიონატში და ქართული დროშა ღირსეულად წარადგინეს ევროპულ ასპარეზზე.

მნიშვნელოვანია, რომ ისინი მხოლოდ მონაწილეები არ ყოფილან — გიგი ნიკოლაძემ 6 თამაშიდან 4 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო რევაზ ხვადაგიანმა ასპარეზობა 3 გამარჯვებით დაასრულა. ეს შედეგები უკვე სერიოზული მიღწევაა და კიდევ უფრო მეტს გვპირდება მომავალში.

აღსანიშნავია ქუთაისში გოს ფედერაციის ხელმძღვანელის, გოჩა დვალიშვილის – Gocha Dvalishvili დიდი წვლილი, რომლის მხარდაჭერითა და შრომით ახალგაზრდებს ეძლევათ მსგავსი შესაძლებლობები და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს.

ყველაზე მთავარი კი ის გამოცდილებაა, რომელიც მათ მიიღეს — ეს გზა დიდი წარმატებების დასაწყისია.

ვულოცავთ გიგის და რეზის ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს! 💙✨