N1 სკოლა გოქაძეში VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო პრეზენტაცია თემებზე — ადამიანის უფლებები და ბავშვთა უფლებები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თითოეული ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ, როგორიცაა თანასწორობა, თავისუფლება და უსაფრთხოება, ასევე ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე — სიყვარულის, ზრუნვისა და განათლების უფლებაზე.
გაკვეთილი იყო საინტერესოდ ჩატარებული. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ,მათ აჩვენეს კარგი ცოდნა და მომზადება.