N 1 გოქაძის სკოლის VIII (ა) და VIII (გ) კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ჩუნეშში.

ვიზიტის მიზანი იყო მწერლის ცხოვრების და შემოქმედების გაცნობა, ასევე მისი ცნობილი მოთხრობის – „დადიანის ასული და მათხოვარი“ – უკეთ გააზრება.

მოსწავლეებმა ნახეს მწერლის პირადი ნივთები, სამუშაო ოთახი და ფოტოები, გაიგეს საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან.

ნაწარმოებში „დადიანის ასული და მათხოვარი“ ნათლად არის გამოხატული სიყვარული, თანაგრძნობა და ადამიანური ღირსების მნიშვნელობა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს გმირებზე, გააანალიზეს მათი ქცევები და ისწავლეს, რომ ნამდვილი სილამაზე გულიდან იწყება.

მასწავლებელი : თამარ მილორავა