წიგნები ადამიანის ცხოვრებაში რომ უდიდეს როლს ასრულებს,ყველასათვის ცხადია.საუკუნეების განმავლობაში უამრავი წიგნი იწერებოდა და დღესაც იწერება.სიბრძნის ამ უშრეტ წყაროს რომ ვერანაირი ტექნიკური სიახლე ვერ ჩაანავვლებს,ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,როდესაც V ბ კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები (ოლიკო გვრიტიშვილი და მადონა ბუბაშვილი) ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ.
ვიზიტი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.დავათვალიერეთ პერიოდიკის განყოფილება.ხელით შევეხეთ ილიას “ივერიასა” და “საქართველოს მოამბეს”… მოვინახულეთ ოქროს ფონდი – უძველესი უნიკალური გამოცემების საცავი. აღვფრთოვანდით მე-14 საუკუნეში გერმანიაში დაბეჭდილი წიგნით,რომელიც ბიბლიოთეკის შეუფასებელ საგანძურად ითვლება.
გაგვაოცა თანამშრომელთა ყურადღებამ და სითბომ.მოსწავლეებმა თავიანთი დადებითი ემოციები ვერ დაფარეს და კატალოგების განყოფილების გაცნობის შემდეგ პირობა დადეს,რომ ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები გახდებიან..