7(ა) კლასში ჩატარდა მათემატიკური თამაში – “მათემატიკური მაფია”.

**თამაშის წესები**

**მონაწილეები:**

**მათემატიკოსები** – უმრავლესობაში არიან. მათი მიზანია, გამოავლინონ და დაამარცხონ მაფიოზები.

– **მაფია** – ფარულად მოქმედებენ და ცდილობენ, ეტაპობრივად მოიშორონ მათემატიკოსები.

– **გენიალური მათემატიკოსი** – ყოველ ღამით შეუძლია, შეამოწმოს ერთი მოთამაშე და გაიგოს, მაფიოზია თუ არა.

– **ალგებრული ქილერი** – მისი მიზანია, დარჩეს ბოლოს და დაამარცხოს როგორც მათემატიკოსები, ისე მაფია.

– **პი-სამედიცინო** – ყოველ ღამით შეუძლია, გადაარჩინოს ერთი მოთამაშე, მათ შორის – საკუთარი თავი.

**მნიშვნელოვანი პირობები:**

მოთამაშეები ყველა მოქმედებას მხოლოდ მაშინ ახორციელებენ, თუ სწორად ამოხსნიან მათემატიკურ ამოცანებს.

გაკვეთილი ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ თამაშში, რაც მათემატიკური უნარების განვითარებასთან ერთად გუნდური მუშაობის გამოცდილებასაც უღრმავებდა.