თამაშის ფორმატზე და ფანტაზიაზე დაფუძნებული გაკვეთილი ჩაატარეს მუსიკის მასწავლებელმა, ნინო მელქაძემ, და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა. ეს თანამედროვე მუსიკის გაკვეთილების აუცილებელი ნაწილია, რადგან ის ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის შემოქმედებითი უნარის გამჟღავნებას და გაკვეთილს ნათელსა და ემოციურს ხდის.

სასიამოვნო და კრეატიულმა ატმოსფერომ ხელი შეუწყო იმას, რომ ბავშვები გაცნობოდნენ უდიდესი კომპოზიტორის, გოგი ცაბაძის, შემოქმედებას. მისი მუსიკა, მათ შორის “ვერის უბნის მელოდიები”, მსოფლიოში აღიარებულ მიუზიკლებს უტოლდება.

მოსწავლეებმა აუდიო და ვიდეო მასალების, ასევე მულტიმედიური აღჭურვილობის გამოყენებით შეძლეს მელოდიების შესწავლა და მათ შინაარსში გარკვევა როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

მუსიკის გაკვეთილი ბუნებით არასტანდარტულია და სხვა საგნებისგან განსხვავდება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას.