ჩავატარეთ საახალწლო ვიქტორინა 7(ა) კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში. ვიქტორინა შედგებოდა ორი ეტაპისგან:

1. **ჯგუფური ეტაპი**, სადაც გუნდს თითოეულ კითხვაზე შეეძლო დაეგროვებინა 3 ქულა.

2. **ინდივიდუალური ეტაპი**, სადაც თითოეული მოსწავლე გასცემდა მათ მიერ არჩეულ კითხვაზე პასუხს. ასარჩევი კატეგორიები იყო: მათემატიკა – გეომეტრია, მათემატიკა – ალგებრა, ქართული ლიტერატურა და ქართული ენა.

ინდივიდუალურად სწორი პასუხით მონაწილეებს შეეძლოთ გუნდისთვის 5 ქულის მოპოვება.

ვიქტორინაში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „გრინჩთა ასოციაცია“.

მასწავლებელი: თეკლა გვეტაძე ; თამარ მილორავა