მე-4 (ა) კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში აღმოაჩინეს, რას ნიშნავს მასა და საკუთარი ხელით შექმნეს სასწორები. ამ საინტერესო და შემოქმედებითი დავალებით მათ ისწავლეს სხეულის მასის განსაზღვრა როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული ერთეულებით.
სხეულის მასის შეფასება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნარს, მასა როგორც ზუსტად, ისე მიახლოებითი ზომებით შევაფასოთ, რაც მოსწავლეებს მომავალში პრაქტიკულ ცხოვრებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
მასწავლებელი: თეკლა გვეტაძე