N1 სკოლის IV(ა) და V(ბ) კლასებში განხორციელდა პროექტი “The World of Fiction” , რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ინგლისურ ენაზე გაეცნენ სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრებს, გაიგეს რა განსხვავებაა მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის, ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კითხვა და რაში გვეხმარება ის.
მოსწავლეებმა უყურეს ნაწყვეტს ფილმიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, იგივე ნაწყვეტი თავადაც წაიკითხეს. გაიგეს როგორ კეთდება წიგნის მიმოხილვა. შესაბამისი ლექსიკური ერთეულების შესწავლის შემდეგ, აარჩიეს მათთვის საყვარელი თითო მხატვრული ნაწარმოები და მრავალფეროვანი და კრეატიული პოსტერების საშუალებით წარმოადგინეს მოკლე მიმოხილვა.
ინგლისური ენის პედაგოგი: მაია ვაწაძე