23 ოქტომბერს “შპს N1 სკოლის” VII კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და გეოგრაფიაში, რაც გულისხმობს ორი საგნის ერთობლივად სწავლას.
გაკვეთილის თემა იყო „ანტარქტიდა“
ბავშვები ინგლისურ ენაზე გაეცნენ ინფორმაციას ყველაზე ცივი კონტინენტის შესახებ.

ეს მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეებს, კავშირები დაამყარონ სხვადასხვა საგნებს შორის .
 ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანია, ბავშვებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება  ინგლისურ ენაში და ამავდროულად გაიმდიდრონ ცოდნა გეოგრაფიაში.

ინგლისური ენის პედაგოგი: ნინო სოფრომაძე

გეოგრაფიის პედაგოგი: მანანა სანაკოევი