ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ჩემპიონატი ქუთაისის სკოლებს შორის ამერიკულ ინტელექტუალურ თამაშში (Leopardy) – „გარისკე“. ჩემპიონატში მონაწილეობდა ქალაქის 17 სკოლა, გაიმართა 40 თამაში. საკმაოდ დაძაბული და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ფინალურ თამაშში მონაწილეობა მიიღო შპს N1 სკოლის XI კლასის მოსწავლე ლუკა კვანტალიანმა და მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვულოცავთ ლუკას წარმატებას და ვუსურვებთ კვლავ მრავალი წარმატებით ესახელებინოს სკოლა.