ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ სხვადასხვა ერთეულს, იქნება ეს მასა, მანძილი, დრო თუ სხვა რამ. იმისათვის, რომ საგანი შეფასდეს, ის უნდა გაიზომოს  შესაბამისი ერთეულით. ამრიგად ზომა და ზომის ერთეულები მეტად აქტუალური თემაა. პროეტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს რა არის მასა , წარმოადგინეს თავიანთი გაკეთებული სასწორები. ამ კომპლექსური დავალებით მოსწავლეებმა ისწავლეს არასტანდარტული და სტანდარტული ერთეულებით სხეულის მასის განსაზღვრა. სხეულის მასის შეფასება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი როგორც ზუსტი, ასევე მიახლოებითი ზომებით შეფასების უნარი. როგორ იმუშავეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა მასის ერთეულებზე.

სამიზნე ცნება: ზომა და ზომის ერთეულები

ქვესაკითხი: მასის ერთეულები

პედაგოგი-თეკლა გვეტაძე.