2022 წლის 18  ნოემბერს II და IV კლასები ესტუმრა ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკას და გაიარეს შემოწმება.

ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელისა და შპს N1გოქაძის სკოლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ფარგლებში, კლინიკის ოფთალმოლოგიურ კაბინეტში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასოდ ჩაუტარდათ ვიზომეტრია და რეფრაქციის შემოწმება ციკლოპლეგიის გარეშე.

🩺პატარა პაციენტებს კონსულტაცია კლინიკის ბავშვთა ოფთალმოლოგმა თემო ჭოლაძემ გაუწია. რამდენიმე მოსწავლეს გამოეკვეთა ახლომხედველობა, რის გამოც დაიგეგმა მომდევნო დღეებში განმეორებითი ვიზიტი მშობელთან ერთად.