2022 წლის 18 ნოემბერს II და IV კლასები ესტუმრა ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკას და გაიარეს შემოწმება.
ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელისა და შპს N1გოქაძის სკოლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ფარგლებში, კლინიკის ოფთალმოლოგიურ კაბინეტში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასოდ ჩაუტარდათ ვიზომეტრია და რეფრაქციის შემოწმება ციკლოპლეგიის გარეშე.
პატარა პაციენტებს კონსულტაცია კლინიკის ბავშვთა ოფთალმოლოგმა თემო ჭოლაძემ გაუწია. რამდენიმე მოსწავლეს გამოეკვეთა ახლომხედველობა, რის გამოც დაიგეგმა მომდევნო დღეებში განმეორებითი ვიზიტი მშობელთან ერთად.