


დაზოგვის მსოფლიო დღის ფარგლებში ჩვენს სკოლას ფინედუს დესპანი თბს ბანკის წარმომადგენლები ეწვია, რომლებმაც მოსწავლეებს ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარეს ფულის დაზოგვის, ინვესტირებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ. მოსწავლეები გაკვეთილზე თამაშის გზით გაეცნენ ფულის ისტორიას . კლასს ფინედუსგან საგანმანათლებლო მასალები გადაეცა.
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) პროექტია, რომელიც დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს. ფინედუს დესპანების როლში ეროვნული და კომერციული ბანკების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა სკოლებს სტუმრობენ.
დაზოგვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 31 ოქტომბერს აღინიშნება და მისი მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება.
