
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი სათავადაზნაურო ბანკის დაარსება, შესაბამისად ეს თარიღი ბანკირის დღედ დაწესდა… აღნიშნული თანამდებობის დებიუტი იასონ ლორთქიფანიძეს, დიდი ნოველისტის, ნიკო ლორთქიფანიძის ძმას ერგო წილად. სწორედ ლორთქიფანიძეების მამულმა უმასპინძლა 2026 წლის ბანკირის დღეს.
დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო მოხსენებით წარსდგნენ ქ. ქუთაისის შპს N1 სკოლის (გოქაძის) აღსაზრდელები, Vბ და IX დ კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა თავიანთ პედაგოგებთან, მარიამ ჩიტაიშვილთან და მაგდა ამონაშვილთან ერთად ისაუბრეს ბანკის შექმნის ისტორიაზე, მიმოიხილეს მეეცხრამეტე საუკუნის ეპოქალური ვითარება, ისაუბრეს მიზეზებზე, რომელთა გამოც ევროპის დიდი ქალაქებისაგან განსხვავებით მოგვიანებით იმკვიდრებს ადგილს ქართულ რეალობაში ტერმინი ‘ ბანკი“… ისაუბრეს იმ წნეხსსა და სირთულეებზე, რომელიც ქართულმა ბანკმა გამოიარა. აღნიშნეს იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლის შესახებ მრავალი საგულისხმო ნიუანსი და კიდევ ეთხელ დააფასეს იმ დიდ ქათველთა ღვაწლი, რომელთა წილი ბანკის დაარსების ისტორიაში, საკმაოდ დიდია.
პატარებმა საინტერესო წარმოდგენით გააცნეს სტუმრებს ლარის შექმნისა და განვითაების ისტორიული ექსკუსი, ისაუბრეს ბიუჯეტის გადანაწილებასა და მისი დაგეგმვის გზებზე. გაგვიზიარეს საბანკო უსაფრთხოების წესები, საინტერესო კითხვები დაუსვეს მოწვეულ პირებს. მსმენელს წარუდგინეს ბარტერული გაცვლის თავისებურებები, ქართული ეროვნული ვალუტის — ლარის ისტორია და მნიშვნელობა. გაეცნენ ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათემატიკის პრაქტიკულ გამოყენებას ფინანსურ საკითხებში. ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების, დამოუკიდებელი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. ამასთანავე, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, თანამშრომლობის კულტურა და მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი
