თსუ-ს ინტელექტუალთა კლუბის ორგანიზებით გამართული იდეათონისა და ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი QSkip გახდა, რომლის წევრიც ჩვენი სკოლის მოსწავლე თეკლა ჩოგოვაძეა! 💙

💡 პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. 24 მაისს გამართულ იდეათონში ქუთაისის გუნდებს შორის გამარჯვების შემდეგ, QSkip-ის წევრებმა 28 სექტემბერს ჰაკათონში მიიღეს მონაწილეობა, სადაც იდეათონზე წარდგენილი იდეის პრაქტიკულ განხორციელებაზე იმუშავეს.

საქართველოს მასშტაბით პროექტში არაერთი გუნდი ჩაერთო, თუმცა ფინალურ პრეზენტაციამდე მხოლოდ 10-მა გუნდმა მიაღწია. ჟიურის გადაწყვეტილებით კი გამარჯვებული მხოლოდ ერთი გუნდი გამოვლინდა — QSkip! 🥇

👥 გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:

🔹 თეკლა ჩოგოვაძე — შპს N1 სკოლა – გოქაძე;

🔹 ავთანდილ ნიკოლეიშვილი — ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა;

🔹 ელენე ბერაძე — ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.

🎁 გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 5000-ლარიანი ვაუჩერი.

👏 გულითადად ვულოცავთ თეკლას და მის თანაგუნდელებს — ავთანდილსა და ელენეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

განსაკუთრებით გვახარებს ჩვენი მოსწავლის, თეკლა ჩოგოვაძის, წარმატება. ვამაყობთ თეკლათი და ვუსურვებთ მას და QSkip-ის გუნდს ახალ იდეებს, საინტერესო პროექტებსა და კიდევ მრავალ წარმატებას! 💫

💙 შპს N1 სკოლა – გოქაძე ამაყობს თავისი მოსწავლით!