


ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილი და პროექტის მონაწილეები ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობათა ქსელის პროექტის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
პროექტი „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, საუკეთესო გამოცდილებისა და იდეების გაზიარება, მოსწავლეებში ლიდერული, ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება და სასკოლო გარემოში დემოკრატიული კულტურის გაძლიერება.
პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ N1 სკოლა გოქაძის თვითმმართველობის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, საკუთარი ინიციატივები განახორციელეს და მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. ![]()
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე N1 სკოლა გოქაძის თვითმმართველობის წევრებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ![]()
![]()
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო ინიციატივასა და წარმატებულ პროექტს! ![]()
ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო
