მე-5 ა კლასის საინტერესო და შემეცნებითი დღე ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში!
დღეს N1 სკოლა გოქაძის მე-5 ( ა) კლასის მოსწავლეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ესტუმრნენ. ![]()
ვიზიტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა — მათ დაათვალიერეს ჰაბის სივრცე, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიიღეს ახალი, საინტერესო ინფორმაცია. ![]()
![]()
ასეთი ვიზიტები ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პროცესი საკლასო ოთახის ფარგლებს გასცდეს, ახალი გამოცდილება შეიძინონ და ტექნოლოგიების სამყაროს უფრო ახლოს გაეცნონ. ![]()
![]()
დიდი მადლობა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს მასპინძლობისთვის! ![]()




