ჩვენს სკოლაში ჩატარდა საინტერესო და ინფორმაციული მედიაწიგნიერების ტრენინგი, რომლის მთავარი თემა იყო ციფრულ სამყაროში ინფორმაციის სწორად აღქმა, გაანალიზება და გადამოწმება.

ტრენინგს უძღვებოდა დიმიტრი ქვარიანი — იურისტი, ადვოკატი, მედიატორი და საქართველოს გაეროს ასოციაციის მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების მობილური ჯგუფის ტრენერთა (TOT) ტრენერი.

🎯 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს ციფრულ სივრცეში უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე, ინფორმაციის სანდოობის შეფასებაზე, ყალბი ინფორმაციის ამოცნობასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

✨ ტრენინგი ინტერაქტიულ და საინტერესო ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ და მიღებული ცოდნა პრაქტიკულ მაგალითებზე გამოეცადათ.

📚 მედიაწიგნიერება — უნარია, რომელიც თანამედროვე ციფრულ სამყაროში თითოეული ჩვენგანისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია!

💙

📌 ტრენინგი ორგანიზებული იყო თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო