ჩვენი სკოლის **სამოტივაციო გუნდისა და თვითმმართველობის წევრებმა** დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარეს საინტერესო და შემეცნებითი ტრენინგი პირადი ჰიგიენის შესახებ. 💚

მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ დავიბანოთ ხელები სწორად 👐🫧, როგორ გამოვიხეხოთ კბილები სწორად 🪥✨ და რატომ არის ყოველდღიური პირადი ჰიგიენის დაცვა ჯანმრთელობისა და კარგი თვითშეგრძნებისათვის მნიშვნელოვანი.

ტრენინგი ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო ფორმატში წარიმართა, პრაქტიკული მაგალითებისა და აქტივობების გამოყენებით. 🌈👧👦

პატარა ასაკიდან მიღებული სწორი ჰიგიენური ჩვევები ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი საფუძველია! 💚✨

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო