ტრენინგი კატასტროფების მართვისა და პირველი დახმარების საკითხებზე

ჩვენს სკოლაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი თემაზე — „კატასტროფების მართვა და პირველი დახმარება“.

ტრენინგს უძღვებოდნენ:

🔹 ზაალ ლომთაძე — კატასტროფების მართვის ტრენერი;

🔹 ნათია რობაქიძე — პირველი დახმარების ტრენერი.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის კატასტროფების მართვისა და პირველი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე საგანგებო სიტუაციებში სწორი და დროული რეაგირების უნარების განვითარება.

ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

🔸 გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ) და მისი ჩატარების ძირითადი პრინციპები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში;

🔸 დაზარალებულის უსაფრთხო პოზიციაში გადაყვანა;

🔸 სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის შემთხვევაში სწორი მოქმედება;

🔸 სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში პირველადი დახმარების აღმოჩენის ძირითადი წესები.

მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში უსაფრთხოების კულტურის, პასუხისმგებლობისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის. მიღებული ცოდნა კი მათ დაეხმარება საჭიროების შემთხვევაში სწორად და დროულად იმოქმედონ და, რაც მთავარია, ხელი შეუწყონ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას. ❤️

🙏 მადლობას ვუხდით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალს თანამშრომლობისა და ჩვენი მოსწავლეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ტრენინგის ჩატარებისთვის.

📌 ტრენინგი ორგანიზებული იყო თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება