ჩვენს სკოლაში ჩინური კულტურისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გაიმართა. 🎎🌸

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი იყო ჩინეთიდან ჩამოსული ჩინური ენის პედაგოგი ციძე ჯენგი, რომელმაც მოსწავლეებს ჩინეთის კულტურის, ტრადიციებისა და ენის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაუზიარა. 📚🀄️

შეხვედრა საინტერესო და სასიამოვნო გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ჩინური კულტურის უნიკალური სამყარო და ახალი შთაბეჭდილებები მიიღეს. 🌏❤️

მადლობა ჩვენს სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის და ჩვენს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის! ✨

ტრენინგი ორგანიზებული იყო ჩვენი სკოლის წარმომადგენლისა და თვითმმართველობის წევრის, ანადეა დეისაძის, ინიციატივითა და ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

Confucius Classroom At Cue