შპს#1სკოლის მოსწავლეები: ბარბარე ნიკოლაძე, ანადეა დეისაძე, მარიამ სიხარულიძე და ანასტასია გიორგაძე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ პროექტ,, დაიორამაზე,,. მათ წარადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული მომავლის პროექტები.
მასშტაბურმა საგანმანათლებლო პროექტმა — „დაიორამა“- „პატარა არქიტექტორების კონკურსმა“, მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა – ფანტაზია, რეალურ არქიტექტურულ ხედვად გარდაექმნათ.
პროექტის მთავარი მიზანი იყო :
კვლევითი აზროვნების განვითარება,
შემოქმედებითი უნარების გაძლიერება;
ურბანული გარემოს გააზრება ;
სივრცითი აზროვნების ჩამოყალიბება;
მომავლის ქალაქის კონცეფციის შექმნა;
ინიციატივამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა საკუთარი ფანტაზია და იდეები კონკრეტულ არქიტექტურულ ხედვად – „დაიორამებად“ ექციათ.
ეს არ იყო უბრალოდ კონკურსი,
ეს იყო ქალაქზე ფიქრის გაბედული მცდელობა.
ეს იყო თაობის განაცხადი – „ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ უკეთესი ქუთაისი“
ინიციატივა განხორციელდა ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილების ორგანიზებითა და არქიტექტურული კომპანია MA Architects-ის სრული მხარდაჭერით.
პროექტის ავტორია განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი – მანანა გვენეტაძე — იდეის ინიციატორი




