№1 გოქაძის სკოლაში სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგი თემაზე: „რა არის ტიპი 1 დიაბეტი და როგორ დავეხმაროთ ბავშვს შაქრის კონტროლში“.
ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტიპი 1 დიაბეტის შესახებ, გაეცნენ ინსულინის მნიშვნელობას, გლუკოზის კონტროლის გზებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ასპექტებს. ასევე განხილული იყო ნახშირწყლების დათვლა და გლუკოზის სენსორის გამოყენება.
ტრენერი იყო ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მარიამ ონიანი.
შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები.





