მე-9ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „საქართველოს წყლის რესურსები“.
მოსწავლეებმა განიხილეს წყალსაცავის მშენებლობის უარყოფითი მხარეები, განსაკუთრებული ყურადღებით — ჟინვალის წყალსაცავის მაგალითზე.
გაკვეთილი ინტეგრირებული იყო ქართულ ენასა და ლიტერატურასთან, სადაც შესწავლილი იქნა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „დამიბრუნეთ ჩემი ირმები“ — ნატიფი ნარატივი, რომელიც ადამიანის და ბუნების ერთობას ასახავს.
 გაკვეთილი ჩაატარეს მასწავლებლებმა მანანა სანაკოევმა და თამთა ხარაბაძემ.




