ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით (27 ოქტ. ძვ.სტ-8 ნოემ.ახ სტ) VII ბ კლ. მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი: “ილია ჭავჭავაძის ცხოვრება” (ინსპირაცია ილია ჭავჭავაძის “ავტობიოგრაფია”) მოსწავლეებმა მოიძიეს მწერლის საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ფაქტები, ბიოგრაფიული ცნობები, შეარჩიეს ფოტოები, უყურეს დოკუმენტურ ფილმს “ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება”.
პროექტის მიზანი:
✓ ეროვნული თვითშეგნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.
✓კვლევისა და ანალიზის უნარის განვითარება.
✓ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარის გამომუშავება.
✓ ინფორმაციის შერჩევისა და სისტემატიზების უნარი.
ეს დღე იყო ემოციით სავსე.
მასწავებელი : ელისო მაცაბერიძე




