2025 წლის 3 ივნისს გაიმართა კონფერენცია თემაზე: „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება — მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები“. ღონისძიებას ჩვენი სკოლის მასწავლებლებიც დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მედიაწიგნიერების სწავლების პრაქტიკულ მეთოდებს და მიეღოთ ახალი იდეები საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო პროფესიული ზრდისა და ინოვაციური მიდგომების გაღრმავების თვალსაზრისით.