ჩვენს სკოლაში ჩატარდა სკოლის პირველობა ჭადრაკში. ტურნირი იყო ძალიან საინტერესო და დაძაბული. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა და თავიანთი უნარები წარმოაჩინეს.
ყველა პარტიის გამარჯვებული გახდა მერაბ კაკაბაძე. მან განსაკუთრებული სიდინჯე, ლოგიკა და სტრატეგიული აზროვნება გამოიჩინა. ვულოცავთ მერაბს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას მომავალში!
პროექტის ხელმძღვანელი: გოჩა დვალიშვილი