„უძველესი დროიდან ადამიანის სახე ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენს. „სახე სულის სარკეაო,“ ამბობდნენ ხელოვანები. ყველა დროის დიდ ხელოვანთა მისია იყო პორტრეტის გადმოცემა არა მხოლოდ გარეგნული მსგავსებით, არამედ პერსონაჟის სულიერი მხარის გაცოცხლებით.
აღსანიშნავია, რომ პორტრეტი სრულდებოდა არა მხოლოდ ტილოზე—ძველი ოსტატები მას ქვაშიც კვეთდნენ და დამუშავებულ ფიცარზეც ხატავდნენ.
ჩვენამდე მოღწეულია ქვაში შესრულებული ძველი ეგვიპტის ფარაონებისა და დედოფლების, ასევე რომაელი იმპერატორებისა და სხვა ისტორიული პიროვნებების პორტრეტები. დროთა განმავლობაში პორტრეტის შესრულების სტილი და მანერა იცვლებოდა. მაგალითად, აღორძინების ოსტატების მიერ შესრულებულ პორტრეტებს ვერ შევადარებთ მეოცე საუკუნის ხელოვანთა ახლებური ხედვით შექმნილ შედევრებს. მიუხედავად ამისა, „ლეონარდო და ვინჩის“ „მონა ლიზა“, „რემბრანდტის“ „სასკია“ და „სალვადორ დალისა“ და „პიკასოს“ მიერ შესრულებული პორტრეტები ერთნაირად ფასეულია ხელოვნების ისტორიაში, თუმცა მათი შესრულების მანერა და სტილი აბსოლუტურად განსხვავებულია.
მოსწავლეებმა განიხილეს მეოცე საუკუნის ქართველი პორტრეტისტი მხატვრის, ქეთევან მაღალაშვილის, შემოქმედება. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა რემბრანდტი და ძველი ეგვიპტური პორტრეტებიც.
პრეზენტაცია დატვირთული იყო საინტერესო თემებითა და ვიზუალური მასალით. მასში მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.“
მასწავლებელი : ხათუნა თვალოძე