**შემოდგომის ფერები ჩვენს სკოლაში!**
დღეს ჩვენს სკოლაში შემოდგომისადმი მიძღვნილი ულამაზესი გამოფენა გაიმართა. ბავშვებმა დიდი სიხარულითა და მონდომებით წარმოადგინეს ფერადი კალათები, სავსე შემოდგომის უხვი ნობათით — ხილითა და ბუნების საჩუქრებით. ![]()
![]()
![]()
სკოლაში განსაკუთრებული სითბო, ხალისი და შემოდგომის ჯადოსნური განწყობა სუფევდა.
დიდი მადლობა ჩვენს პატარა შემოქმედებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების მასწავლებელს, ხათო თვალოძეს, გამოფენის ორგანიზებისა და ამ ლამაზი დღის შექმნისთვის! ![]()
![]()



