🇺🇸

ინგლისურენოვანი სასაუბრო ვორქშოპი ჩვენს სკოლაში 🇺🇸

ჩვენს სკოლას ამერიკელი სპიკერი, Marc Gebauer, სტუმრობდა. მოსწავლეებისთვის ჩაატარა სასაუბრო ვორქშოპი სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარება, საუბრის პრაქტიკის გაღრმავება და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის წახალისება.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნა რეალურ საკომუნიკაციო გარემოში გამოიყენონ და ინგლისურ ენაზე საუბრის მეტი თავდაჯერებულობა შეიძინონ.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმარს საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრისთვის!