ჩვენმა მეცხრე კლასელებმა (IX ა და IX გ) დაუვიწყარი დღე გაატარეს გიორგი კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმში.
მოსწავლეებმა იმოგზაურეს ცხოველთა სამყაროს ისტორიაში, დააკვირდნენ სხვადასხვა სახეობის მრავალფეროვნებას და გაიღრმავეს ცოდნა მათ ბუნებრივ გარემოზე.
მსგავსი აქტივობები საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ სასკოლო პროგრამა უფრო საინტერესო და თვალსაჩინო გახდეს.
მასწავლებელი: მაია ნათბილაძე



