ფიზიკის გაკვეთილზე VIII (დ) კლასმა ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე „მარტივი მექანიზმები“.

პრეზენტაცია იყო საინტერესო და ინფორმაციული, რადგან მოსწავლეებმა მარტივად და გასაგებად ახსნეს, რა არის მარტივი მექანიზმები და როგორ გვეხმარება ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მათ განიხილეს ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ბერკეტი, ჭოჭონაქი და დახრილი სიბრტყე. თითოეულზე მოიყვანეს მაგალითები და აჩვენეს, როგორ ამარტივებს ეს მექანიზმები შრომას და ზოგავს ენერგიას.

პრეზენტაციამ გვაჩვენა, რომ მარტივი მექანიზმები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ისინი გვიადვილებს სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას. გაკვეთილი იყო საინტერესო და დამამახსოვრებელი.

მასწავლებელი : მაკა კუჭავა