ჩვენს სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებს სტუმრად ჰყავდათ ფსიქოლოგი, რომელმაც ისაუბრა ერთ-ერთ მსნიშვნელოვან საკითხზე -თვითშეფასება. დისკუსია წარიმართა ძალიან საინტერესოდ და აქტიურად. მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე.

შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდობის ასაკში ჯანსაღი თვითშეფასების ფორმირება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, შეცდომების მიღება და საკუთარი თავის პატივისცემა არის ის საფუძველი, რომელზეც ყალიბდება ძლიერი და პასუხისმგებლიანი პიროვნება.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ შინაგან ზრდასაც-რაც თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა

ფსიქოლოგი-ანი მოწონელიძე